“თქვენი სისტემა, თქვენი პუტინი და თქვენი მოხელეები ახლა რუსეთის მტრები არიან. რუსი ხალხის გამყიდველები და რუსი ხალხის მკვლელები არიან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამ ბოლო წლების განმავლობაში არავის არ დაუხოცავს იმაზე მეტი რუსი ხალხი, ვიდრე პუტინმა.
მთლიანობაში, რასაც თქვენ, თქვენს ხალხთან ერთად აკეთებთ, არის ნონსენსი, ნამდვილი ისტორიული ნონსენსი და, რა თქმა უნდა, თქვენ ყველანი ისტორიულ მარცხს განიცდით. ისევე როგორც ისტორიულ მარცხს იწვნევთ იმ იდიოტურ ომში, რომელიც თქვენ და თქვენმა პუტინმა გააჩაღეთ”

ამის შესახებ, რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ სასამართლოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნავალნიმ ხელისუფლების ყველა უწყება, პუტინის ხელმძღვანელობით, უკრაინელი და რუსი ხალხის დახოცვაში დაადანაშაულა. ნავალნი საერთო რეჟიმის კოლონიაში ვლადიმირის ოლქში იხდის სასჯელს, სასამართლოს სხდომაზე  ის ვიდეოკავშირის მეშვეობით გამოვიდა სიტყვით.