“ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი კაცი, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში თავისი ქონება, რომელიც უცხო ქვეყნებში დააგროვა, ჩამოიტანა, დახარჯა ქველმოქმედებაში თქვენთვის, ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის – 3 მილიარდ დოლარზე მეტი ერთმა კაცმა დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა ის რეფორმა, დაწყებული პოლიციის, სამხედრო და ა.შ და სიკეთეები, რომელიც 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა, ამ კაცის დამსახურებაა. ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაშია, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურებაა. ჩვენი გუნდი ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ”

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიგარქ ივანიშვილზე.