ბოლო 24 საათში კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა, სულ – 599

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების რეკორდულად მაღალი 3 120 ახალი შემთხვევა, 2 358 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 69 681
  • გამოჯანმრთელებულია –  52 169
  • გარდაცვლილია – 599
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 506
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები –  3 311
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 918
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი