ბოლო 24 საათში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 6 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

ბოლო 24 საათში  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა,  ოკუპანტების  თავდასხმები 6 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ჩერვონოპოპივკას, დონეცკის ოლქის სოლედარის, ოპიტნეს, ნეველსკეს, კრასნოჰორივკასა და მარინკას დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.