“ბოლშევიკური ენერგიით ბოლო მოვუღოთ მავნებლობის შედეგებს” – კულტურის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

“ბოლშევიკური ენერგიით ბოლო მოვუღოთ მავნებლობის შედეგებს” – კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სადაც თეა წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებენ.

აქციაზე ხელოვანებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, იმყოფებიან “ლელოსა” და “დროას” წარმომადგენლებიც, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებენ და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ დახმარებასაც გაუწევენ.