ბორდერიზაცია ნამდვილად უნდა გვაღელვებდეს – ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი

“განგრძობად ბორდერიზაცია ნამდვილად უნდა გვაღელვებდეს” – ამის შესახებ, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის თაობაზე გამართულ შემაჯამებელ, საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადა.მან ასევე აღნიშნა, რომ ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ გახელაძე დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.

“განგრძობად ბორდერიზაცია ნამდვილად უნდა გვაღელვებდეს. მარტივად რომ ვთქვა, ეს მიუღებელია. კეთდება მავთულხლართები, რომლებიც არ არის დროებითი. ეს პროცესი Covid-19-ის პანდემიის დროს უფრო გაძლიერდა და უნდა დავინახოთ, რომ ეს ყველაფერი ადამიანის ცხოვრებაზე ზემოქმედებს”, – განაცხადა შალენბერგმა.