ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონი ვარაუდობს, რომ უკრაინაში პუტინის ომი შესაძლოა 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდეს.ჯონსონმა ამის შესახებ ნიუ დელიში, პრესკონფერენციაზე განაცხადა, წერს BBC-ი.

ჟურნალისტის კითხვაზე ეთანხმება თუ არა დაზვერვის სამსახურების ცალკეულ შეფასებებს იმის შესახებ, რომ რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვა, შესაძლოა, 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდეს, ჯონსონმა უპასუხა რომ  ეს „რეალური ვარაუდია“. მისი აზრით, კატასტროფული მარცხის გამო რუსეთის ელიტას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით უკან დახევა არ შეუძლია, ამასთან, რუსეთის არმიას რაოდენობრივი უპირატესობა აქვს. ჯონსონის აზრით, რუსები აგრძელებენ არტილერიით უკრაინელების განადგურების საშინელ ტაქტიკას.