“რაღაცნაირად, გვგონია, რომ გარკვეული ბოროტი ძალები კონკრეტულ მორიგ ბოროტებას აღარ ჩაიდენენ, რადგან ეს მათთვისაც კი “ნამეტანია“, რომ, საბოლოოდ, ეს მათთვისაც ცუდი იქნება და ეს მათ ესმით.

ასე გვეგონა ბევრს, რომ რუსეთი უკრაინაში მაინც არ შეიჭრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მოასწავებდა, რომ ის ამას აპირებდა. ასევე გვეგონა, რომ ბიძინა მთლად ისე შორს არ წავიდოდა, რომ ნიკა გვარამია ციხეში ჩაესვა – მაინც, წამყვანი დამოუკიდებელი (გინდაც, ოპოზიციური ვუწოდოთ) სატელევიზიო არხის მფლობელის დაპატიმრება, როცა გუშინ შეიტანე ევროკავშირის წევრობის განაცხადი, მეტისმეტად ცუდად ჩანს.

მაგრამ არა: „ნამეტანი“ არ არსებობს. სამწუხაროდ, შინაგანი შემაკავებლების იმედი გულუბრყვილოა. ბოროტებას მხოლოდ ძალა და სასჯელის რეალისტური პერსპექტივა აჩერებს”

ასე ეხმიანება პოლიტოლოგი გია ნოდია ნიკა გვარამიას დაპატიმრებას.