ბოროტების ბუნაგიდან კიდევ 26 ბავშვი გავიდა, პროცესი მაქსიმუმ ზეგ უნდა დასრულდეს – აბაშიძე

ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” [PHR] თავმჯდომარის, ანა აბაშიძის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონიდან დღეს 26 ბავშვი გაიყვანეს.

მისი თქმით, მაქსიმუმ ზეგ ეს პროცესი დასრულდება.

“დღეს კიდევ 26 ბავშვი გავიდა ბოროტების ბუნაგიდან! სახელმწიფო მიყვება სასამართლოს გადაწყვეტილებას და გაყავს ყველა ბავშვი. ეს ძალიან კარგია. ხვალ, მაქსიმუმ ზეგ, უნდა დასრულდეს ეს პროცესი. მერე როცა სამშვიდობოზე გვეყოლება ბავშვები სრულად უნდა ვორიენტირდეთ გამოძიებაზე”, – წერს აბაშიძე.