ბორჯომში მაშველებმა მდინარე მტკვრიდან ქალის ცხედარი ამოიყვანეს

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, მაშველებმა მდინარე მტკვრიდან ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილი სავარაუდოდ ხანდაზმული ქალია. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ინფორმაციას, ტელეკომპანია ბორჯომი ავრცელებს.