ბოჭორიშვილის კლინიკის ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოჭორიშვილის კლინიკის ექთანს, რომელიც საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალშიც“ მუშაობს, კორონავირუსი დადუგინდა. ინფორმაციას ბოჭორიშვილის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილი ,,ფორმულასთან” საუბრისას ადასტურებს.

სოლოღაშვილი აცხადებს, რომ ექთანს COVID-19 საგარეჯოში დაუდასტურდა და ის ბოქსირებულ პალატაში გადის მკურნალობას.

„კი ინფორმაცია გვაქვს. დაუდასტურდა საგარეჯოს ჰოპიტალში, მაგრამ ეს ჩვენი სარეზერვო კადრია და მაღალ რისკს ვერ ვხედავ. ვთხოვე ეპიდემიოლოგს მოგვაწოდოს ინფორმაცია. ცოტა ხანში დაზუსტებული ინფორმაცია მეცოდინება. როგორც ვიცი მკურნალობს ბოქსირებულ პალატაში.  დღევანდელი შემთხვევაა, როდის მოხდა დაინფიცირება არ იცი. არ მახსოვს როდის მორიგეობდა ბოლოს“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 615-ია, მათგან 275 გამოჯანმრთელდა, 6 გარდაიცვალა.