ბრიტანეთი უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემს, რომელიც სამიზნეს 80 კმ მანძილზე ანადგურებს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ამერიკული წარმოების M270-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს (MLRS) გადასცემს,რომელიც სამიზნეს 80 კმ მანძილზე ანადგურებს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა ისაუბრა.  საგარეო უწყების ინფორმაციაში ნათქვამია რომ აღნიშნული სარაკეტო სისტემა”მნიშვნელოვანი გაძლიერებაა უკრაინის ჯარებისთვის”.

  • “გაერთიანებული სამეფო უკრაინის გვერდზე დგას და აიღო წამყვანი როლი მისი გმირი სამხედროების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იარაღებით მომარაგებაში, რაც საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის სჭირდებათ”. – თქვა უოლასმა. 

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი “მჭიდროდ კოორდინირებულია” შეერთებული შტატების გადაწყვეტილებასთან, გაეგზავნათ უკრაინისთვის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS).

  • “როდესაც რუსების ტაქტიკა იცვლება, უნდა შეიცვალოს უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერაც. ეს მაღალი შესაძლებლობის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მისცემს საშუალებას უკეთესად დაიცვან თავები რუსეთის მიერ დიდი რადიუსის მქონე არტილერიის დაუნდობელი გამოყენებისგან, რასაც პუტინის ძალები ქალაქების გასანადგურებლად განურჩევლად იყენებენ”. – თქვა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.