ბრიტანეთმა ბრიმსტონ 2-ის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება დაადასტურა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა Brimstone 2 რაკეტების უკრაინაში გაგზავნა.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა Twitter-მა კვირას გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია რაკეტების ჩატვირთვა RAF C-17 სამხედრო ტრანსპორტში.

დიდმა ბრიტანეთმა პირველად  უკრაინას  პირველი თაობის Brimstone-ის რაკეტები დაახლოებით ექვსი თვის წინ გადასცა, მაგრამ ისინი იმ დროისთვის მოძველებული ვერსიები იყო.

ახლა საუბარია მეორე თაობის რაკეტებზე Brimstone 2.

თავდაპირველად, Brimstone 2 შეიქმნა, როგორც თვითმფრინავის რაკეტა, მაგრამ ის სახმელეთო ინსტალაციიდან გაშვებისთვის იყო ადაპტირებული.

Brimstone 2-ები დამიზნების კომბინირებული  სისტემით  არის აღჭურვილი- ლაზერული სენსორებით, რომლებიც რადიოსალოკაციო ქობინებთან არის შერწყმული.

მაღალი სიზუსტის მილიმეტრიანი დიაპაზონის  რადარი საშუალებას აძლევს მას დამოუკიდებლად შეარჩიოს სამიზნეები მოცემულ ტერიტორიაზე.