ბრიტანეთმა და შვედეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება დადეს

რეგიონში გაზრდილი საფრთხეების ფონზე,  დიდმა ბრიტანეთმა და შვედეთმა მიაღწიეს შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა ხელი მოაწერა დეკლარაციას პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან ერთად. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ვალდებულნი არიან, გარე ძალების თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთს დაეხმარონ. აღნიშნული შეთანხმება,  დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებასა და ერთობლივი სამხედრო წვრთნების გამართვასაც მოიცავს.

”ის, რასაც ჩვენ ახლა ვამბობთ და ვაკეთებთ, სხვა არაფერია, თუ არა აშკარა განაცხადი, რომ საფრთხეების წინაშე მდგომ ორ ლიბერალურ დემოკრატიას, სურს ერთმანეთის მხარდაჭერა. რაიმე კატასტროფის ან სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში, მხარეთა მოთხოვნისამებრ, ჩვენ მზად ვართ ერთმანეთის დასახმარებლად” – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა.

მოსალოდნელია, რომ ხვალ იმავე შინაარსის შეთანხმება გაფორმდება ფინეთთანაც, რადგან დღეს, ოდნავ მოგვიანებით, ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი გაემგზავრება ფინეთში.

შვედეთს და ფინეთს NATO-ს ალიანსში გასაწევრიანებლად დიდი დრო დაჭირდებათ და პროცედურა გაცილებით უფრო მოკლე ვადებში დასრულდება, ვიდრე ჩვეულებრივ, თუმცა ორივე სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტიები ჭირდება.

“ჩვენ მტკიცედ და ცალსახად ვუჭერთ მხარს როგორც შვედეთს, ასევე ფინეთს და უსაფრთხოების ამ დეკლარაციების ხელმოწერა არის სიმბოლო ჩვენს ერებს შორის მარადიული გარანტიისა. ეს არის არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი ვალდებულება სამხედრო კავშირების, გლობალური სტაბილურობისა და ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად მომავალი თაობებისთვის. “, – თქვა ჯონსონმა სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შვედეთმა და ფინეთმა დაიწყეს შიდა დისკუსიები ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.