ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება

BBC-ის ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.  განცხადება ამის შესახებ  სამეფოს ჯანდაცვის მდივანმა მეთ ჰენკოკმა გაავრცელა.

ჰენკოკის თქმით, ვირუსის ახალი სახეობის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე აცნობეს და ახლა მეცნიერები მას დეტალურად სწავლობენ.

„ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ეს რამდენად ხდება ახალი სახეობის გამო, თუმცა მისი მიზეზის მიუხედავად, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და გადამწყვეტად, რაც დაავადების კონტროლისთვის აუცილებელია, ვიდრე ვაქცინა დამკვიდრდება“, – განაცხადა მან.

მეთ ჰენკოკის თქმით, კორონავირუსის ახალი სახეობის 1000-ზე მეტი შემთხვევა ქვეყნის 60-ზე მეტ სხვდასხვა რეგიონში დაფიქსირდა.

კოვიდ 19–ის მუტაციებზე მეცნიერები დიდი ხანია საუბრობენ.