ბუდანოვამა ხერსონის გათავისუფლების ოპერაციის ვადები დაასახელა

უკრაინული თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის ინფორმაციით ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება . ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, რამდენი დრო დაჭირდება უკრაინას ხერსონის გათავისუფლებისთვის.

უკრაინული დაზვერვის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამჟამად ხერსონში ყველაზე მომზადებული და ბრძოლისუნარიანი რუსული ქვედანაყოფები იმყოფებიან. მათი უდიდესი ნაწილი სადესანტო ძალები, რუსული სპეცდანიშნულების ძალები და საზღვაო ფეხოსნები არიან, ანუ რუსეთის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილი.

“ეს ქვედანაყოფები ხერსონის რუსული დაჯგუფების ხერხემალია, რომელიც ასევე ძლიერდება მობილიზებული შემადგენლობით“– ამბობს ბუდანოვი.

მისი ინფორმაციით ხერსონის მიმართულებით რუსული არმიის შემადგენლობა 40 ათას სამხედროს აღწევს.

კითხვაზე, ცდილობენ თუ არა უკრაინელები ხერსონში მტრის ალყაში მოქცევას, ბუდანოვი პასუხობს, რომ ახლა უკრაინული ძალები სწორედ ამას აკეთებენ.