ბულგარეთი ბუნებრივ აირს აშშ-სგან შეიძენს

ბულგარეთი ბუნებრივ აირს აშშ-სგან შეიძენს.  ამის შესახებ ინფორმაციას, „უკრაინსკაია პრავდა“ წერს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა.  ქვეყანა ასევე ვარაუდობს, რომ ბულგარეთი ამერიკულ გაზში ნაკლებს დახარჯავს, ვიდრე რუსულში.

ბულგარეთი, შეერთებული შტატებიდან თხევად გაზს ივნისიდან მიიღებს.

გამოცემის ცნობით, ბულგარეთი 2 წლიან ვადას ითხოვს რის შემდეგაც, თავადაც შეწყვეტს რუსეთიდან ნავთობის იმპორტს.

ბულგარეთსა და პოლონეთს „გაზპრომმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც ამ ქვეყნებმა საფასურის რუბლში გადახდაზე უარი განაცხადეს.