გააგებინეთ “ოცნებას” რას ფიქრობს ხალხი სინამდვილეში, ამაზე მეტად ვერ ჩავერევით – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა მოუწოდებს საქართველოს მოსახელობას, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და გააგებინონ ხელისუფლებას რას ფიქრობს ხალხი სინამდვილეში. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, “მთავართან” ინტერვიუში განაცხადა.

”ჩვენ ბიძინა ივანიშვილი ვახსენეთ რეზოლუციაში და ვახსენეთ რომ ივანიშვილი არ არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა ინსტიტუციების გამართულ მუშაობასთან დაკავშრებით. მაგრამ ევროკომისიის მოსაზრებაში ნათქვამია თუ როგორი გავლენის ქვეშაა მთელი სისტემა მის გამო. როცა არ არის ნდობა სასამართლოში იქ არ შეიძლება ვილაპარაკოთ ცალკე პიროვნებებზე იქ უნდა ვისაუბროთ სისტემაზე.” – აცხადებს გრეგოროვა

ევროპარლამენტარი ასევე გამოეხმაურა დაანონსებულ აქციებს :  “ვიცი რომ დღეს ძალიან დიდი პროევროპული აქციაა დაგეგმილი, მე მას მხარს ვუჭერ. საქართველოს მოსახლეობამ დემონსტრაციებით უნდა უთხრას რას ფიქრობენ ისინი საქართველოს მთავრობაზე და მოთხოვონ ამის შესრულება რადგან შემდეგი არჩევნები საქრთველოს მთავრობისთვის იქნება წაგებული. გამოიყენეთ ეს ბერკეტები რომ გააგებინოთ ხელისუფლებას რას ფიქრობს მოსახლეობა სინამდვილეში, ამაზე მეტად ჩვენ ვერ ჩავერევით”. 

ევროპარლამენტარი გრეგოროვა ასევე ეხმაურება “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ ანტიევროპულ განცხადებებს: “საქართველოს მთავრობა გვადანაშაულებს რომ ცრუ და ფეიკ ამბებს ვავრცელებთ, შეიძლება ჩამოვთვალოთ ის რასაც გვაბრალებს თუმცა ვერ გაიგეს ვერ გაითავისეს რომ ჩვენ ვართ პარტნიორები და იმის მაგივრად რომ თითი სხვებისკენ გაიშვირონ, ჯობს საკუთარი თავებისკენ გაიშვირონ”