გააჩნია ახალ წელს როგორ მოილხინეს სუფრებთან – იმნაძე COVID-19-ის შემთხვევების მატებაზე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევებს სამომავლო ზრდა დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოვილხინეთ საახალწლო სუფრებთან.

“გააჩნია ჩვენმა თანამემამულეებმა ახლა წელს როგორ მოილხლინეს სუფრებთან. თუ ყველა თავის ოჯახში იყო მხოლოდ და ვიწრო წრეში აღნიშნავდა. გასაგებია, რომ სუფრასთან ნიღბით ვერ დაჯდება ადამიანი. თუ ახლა ფართო წრეები იყო, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს შემთხვევების მატებას, სადღაც 10-14 რიცხვებში”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.