გაბედეთ კანონპროექტის დარეგისტრირება! – სამნიძე მდინარაძეს მიმართავს

”გაბედეთ კანონპროექტის დარეგისტრირება!”- რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე აქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს მიმართავს. სამნიძის თქმით, მდინარაძეს  არ აქვს პასუხი მის განცხადებაზე უბარიერო საარჩევნო სისტემის კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

“რისი დამტკიცებაც გვინდოდა — პასუხიც არ აქვს მდინარაძეს! ჯერ შემოდითო გვაშანტაჟებს, კანონპროექტი დადეთ ჯერ და ხმა გექნება-მეთქი და პასუხად მივიღეთ, რა დროს ეგაა პრობლემებია ქვეყანაშიო. გაბედეთ კანონპროექტის დარეგისტრირება! სულ შანტაჟი არ გაგივათ”, — წერს სამნიძე სოციალურ ქსელში.

მდინარაძის თქმით, სამნიძის განცხადება უბარიერო საარჩევნო სისტემის კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით “ბავშვურია და თამაშია”.