თეოლოგი ბასილ კობახიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას მრევლის ერთი კოვზით ზიარების გამო აკრიტიკებს.
“გაგანია პანდემიაა, გაცილებით ძლიერად გადამდები ახალი შტამია ვირუსის შემოსული და უნამუსო ეკლესია ერთი კოვზით აზიარებს, ხოლო უნამუსო პირველი არხი ამას პირდაპირ ეთერში აჩვენებს. შობის ღამეს რომ ერთი კოვზით აზიარებდა, იმ ნაძირალა მღვდლებს შორის იყვნენ: საბჭოთა კგბ ს აგენტი, აგენტურული მეტსახელით ”დანიელი” დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი და სასულიერო აკადემიის საეკლესიო სამართლის კათედრის გამგე დეკანოზი ლინგიბოზ სუარიშვილი. უნდა ვიცოდეთ ჩვენი მამაძაღლი მამაოების სახელები”,– წერს კობახიძე.
ცნობისთვის, ტაძრებში მრევლი საპატრიარქოს გადაწვეტილებით კვლავ ერთი კოვზით ეზიარა.
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ წირვაზე დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდა, თუმცა ეკლესიიდან ვირუსი არასდროს გავრცელდება.