გადაიყვანეთ სააკაშვილი შესაბამის კლინიკაში – EPP ხელისუფლებას

ევროპის სახალხო პარტია (EPP) აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

“საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია მესამე პრეზიდენტის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ეს არა პოლიტიკური არჩევანის, არამედ ფუნდამენტური ადამიანის უფლების საკითხია. ვგმობთ მმართველი პოლიტიკური გუნდის ლიდერების მიერ ნებისმიერ მადისკრედიტირებელ თავდასხმას ოპოზიციაზე, სახალხო დამცველზე, დამოუკიდებელ ექიმებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სააკაშვილი გადაიყვანონ შესაბამის კლინიკაში ქვეყანაში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ,.

“მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს ჰუმანიტარული დანიშნულებით დაუყონებლივ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შესაბამის კლინიკაში ან საქართველოში, ან საზღვარგარეთ, სადაც მას სათანადო მკურნალობის მიღებისა და რეაბილიტაციის საშუალება მიეცემა.

ექსპრეზიდენტის მიმართ ცუდი მოპყრობა ან მისი სიკვდილი საქართველოს ევროპული მისწრაფებების გათვალისწინებით იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემაში”. – წერია EPP-ს განცხადებაში.