“მოგიწოდებთ ხელისუფლებას, დროულად გადაიყვანეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამედიცინო საავადმყოფოში, გადაარჩინეთ ადამიანის სიცოცხლე. სამწუხაროდ, არ შემოგაკვდეთ ადამიანი. ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისათვის დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები. ეს იქნება შანსი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გადარჩენის და ამავე დროს, თქვენი პოლიტიკურად გადარჩენისაც”

მიმართა პარლამენტის დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ ხელისუფლებას.