გადაიხადოს ბატონმა მელიამ 11 ათასი ევრო და დღესვე გამოვაცილებ – ზარქუა

გადაიხადოს ბატონმა მელიამ 11 ათასი ევრო და დღესვე გამოვაცილებ,თუ გასასვლელს ვერ აგნებს – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის იმ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც ის მოლაპარაკებებში ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ჩართულობაზე საუბრობს.

„მათ იციან, რომ მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე და პატიმრებზე უსაფუძვლოა. დღესაც შემიძლია მათ ვუთხრა – ბატონი მელია არის თავისუფალი, გადაიხადოს ჯარიმა 11 ათასი ევრო, რომელიც დაწესებული აქვს კონსტიტუციას და დღესვე გამოვაცილებ, თუ გასასვლელს ვერ აგნებს.რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ამის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ ეუთო/ოდირის დასკვნას, რომ იყო ხარვეზები, ვეთანხმებით, თუმცა ძირითადი უფლება არჩევანის გაკეთების, დაცული იყო.ოპოზიციაშიც არ არის ერთსულოვნება. როდესაც ევროპარლამენტი და სენატი გეუბნება, რომ აქციები არის რუსეთის ინტერესებში და შენ მაინც ავითარებ ამ ობსტრუქციას, არ შეიძლება ეს გაიზიაროს იქ არსებულმა ზოგიერთი ევროპული ყაიდის პოლიტიკოსმა, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში”. ამიტომ მათ მივმართავ, იქნებ დროულად გაემიჯნოთ”,- განაცხადა ზარქუამ.