გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსია დაგმო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია დაგმო. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 143–მა ქვეყანამ, 35–მა თავი შეიკავა.

რეზულიციის წინააღმდეგ ხმა მისცეს: რუსეთმა, სირიამ, ნიარაგუამ, ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ.

გაერო აცხადებს, რომ ე.წ. რეფერენდუმები უკრაინის დაპყრობილ ტერიტორიებზე უკანონო იყო და მოითხოვს, რუსეთმა ანექსიის გადაწყვეტილება გააუქმოს.

გაეროს რეზოლუციას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი და მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ურაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. მან რეზოლუციას ისტორიული უწოდა და ტვიტერზე დაწერა, რომ მსოფლიომ თავისი სიტყვა თქვა:

“რუსეთის ანექსიის მცდელობა უბადრუკია და მას არასოდეს აღიარებენ თავისუფალი ერები. უკრაინა საკუთარ მიწებს დაიბრუნებს“– წერს ზელენსკი.