გავანადგურეთ რუსეთის საპატრულო ხომალდი “სერგეი კოტოვი” – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს ცნობას, რომ გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პროექტი 22160-ის ტიპის საპატრულო ხომალდი სერგეი კოტოვი.

უწყება ამბობს, რომ მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მე-13 ჯგუფის სპეცდანიშნულების რაზმი თავს დაესხა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემს “სერგეი კოტოვს”.

თავდასხმისთვის გამოიყენეს Magura V5-ის ტიპის საზღვაო დრონები, რომელთა დახმარებითაც დააზიანეს რუსული ხომალდის უკანა მხარე, ასევე მარჯვენა და მარცხენა გვერდები.

შემთხვევა ქერჩის სრუტის მახლობლად მოხდა.