გავანადგურეთ თანამედროვე რუსული ტანკების 30%-ზე მეტი – უკრაინა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვიქტორ ანდრუსივის თქმით, უკრაინაში თანამედროვე რუსული ტანკების 30%-ზე მეტი გაანადგურეს.

“უკრაინის წინააღმდეგ ომამდე რუსეთი 3000-მდე თანამედროვე ტანკით იყო შეიარაღებული. მათი 30%-ზე მეტი ომის 3 თვის განმავლობაში ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს. ისე, 6 თვეში ეს მაჩვენებელი მხოლოდ გაიზრდება”,– თქვა ანდრიუსევმა 24-ე არხის ეთერში.

მისივე ცნობით, რუსეთი იწყებს ომში მოძველებული ტანკების გამოყენებას, რაც აგონიას ჰგავს.

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე გაანადგურეს ოკუპანტების 1338 ტანკი.