გავანადგურეთ 58 დრონი და 26 რაკეტა – უკრაინელებმა  მასიური რუსული შეტევა მოიგერიეს

29 მარტის ღამეს უკრაინელებმა  მასიური რუსული შეტევა მოიგერიეს. ჯამში განადგურებულია 84 საჰაერო მიზანი, აქედან 58 შაჰედის ტიპის დრონი და 26 რაკეტა.

“ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის შედეგად განადგურებულია 84 საჰაერო მიზანი: 58 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, 17 X-101/X-555 ტიპის ფრთოსანი რაკეტა, 5 საავიაციო X-59-ის ტიპის რაკეტა, 4 ისკანდერის ტიპის ფრთოსანი რაკეტა”. – წერია ანგარიშში.