პარტნიორებმა მაქსიმუმ 3 დღე მოგვცეს… ჩვენ კი 200 დღის განმავლობაში არა მხოლოდ ვიბრძვით და ვიმარჯვებთ, არამედ ვწერთ მსოფლიოს ახალ ისტორიას. დარწმუნებული ვარ, თუნდაც დანაკარგით, დანგრეული ინფრასტრუქტურით და მშპ-ს ვარდნის მიუხედავად, ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე 200 დღის წინ.

ჩვენ გვჯეროდა საკუთარი თავის, გავერთიანდით და ვაჩვენეთ, ვინ არიან უკრაინელები. დღეს ჩვენ პატივს გვცემენ და აღფრთოვანებულნი არიან მთელ მსოფლიოში.

ჩვენ ვაიძულეთ “მსოფლიოს მეორე არმია” გაქცეულიყო ჩვენგან კიევიდან და ხარკოვიდან. ჩვენ ვაიძულებთ მათ გაიქცნენ დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ყირიმიდან და სევასტოპოლიდან.

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ რუსეთის არ უნდა გვეშინოდეს. რომ ეს არის სიმულაციური მდგომარეობა, რომესაც ქმნის იმ მითების წყალობით, რომელსაც თავად იგონებს. ჩვენ გავაერთიანეთ ევროპა და ვაიძულებდით მას კვლავ ერწმუნა საკუთარი თავის.

ეს არის დამსახურება: ყველა ჯარისკაცის, მოხალისის, ექიმის, სკაუტის, პოლიციელის, რკინიგზის მუშაკის, კომუნალური მუშაკის, მეწარმის, რომელიც აგრძელებს მუშაობას, მასწავლებლის, რომელიც აგრძელებს ჩვენი შვილების სწავლებას, ყველა უკრაინელის, ვინც შეცვალა ისტორიის მიმდინარეობა.”

უკრაინის ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია.