გავრცელდა ვიდეო, როგორ მოიპარეს ხერსონიდან უკან დახევამდე რუსებმა ენოტები და სხვა ცხოველები ზოოპარკიდან

ხერსონიდან უკან დახევამდე რუსმა ჯარისკაცებმა  ადგილობრივი ზოოპარკიდან ენოტები წაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინული მედია და რუსული პრო-სამთავრობო ტელეგრამის არხები წერენ. პარალელურად კი ვიდეოც გამოჩნდა.

ცხოველებთან ერთად ვიდეო თავდაპირველად YouTube-ზე ყირიმის ლომების პარკის დირექტორმა ოლეგ ზუბკოვმა გამოაქვეყნა.

“აღსანიშნავია, რომ ხერსონის ზოოპარკიდან ენოტი მოიპარა არა მხოლოდ ვიღაც სულელმა ჯარისკაცმა, არამედ რუსეთის სარდლობამ. მათ ხერსონის  ზოოპარკის კოლექციის უმეტესი ნაწილი ყირიმში წაიღეს: ლამა და მგლიდან დაწყებული, ვირამდე და ციყვებამდე.” განუცხადა ჟურნალისტებს მოძრაობა UAnimals-ის დამფუძნებელმა ალექსანდრე თოდორჩუკმა.

ვიდეოზე ჩანს სხვა ცხოველების ტრანსპორტირებისთვის მომზადების კადრებიც. ენოტების ეპიზოდი კი 6–ე წუთიდან იწყება