გაიმიჯნოს პარტიების დაფინანსება პარლამენტის დაფინანსებისგან – გიგი წერეთელი

” გაიმიჯნოს პარტიების დაფინანსება პარლამენტის დაფინანსებისგან”- “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, ქართული ოცნების ინიციატივა პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით სადამსჯელო ღონისძიებაა და პარტიებისა და პარლამენტის დაფინანსება უნდა გაიმიჯნოს.

“არაერთხელ ითქვა ამის თაობაზე, რომ პარტიების დაფინანსება, ზოგადად, მთლიანობაში, ემსახურება პოლიტიკური პროცესის ნორმალურ განვითარებას, პარტიების განვითარებას და შესაბამისად, დემოკრატიას უწყობს ხელს. ის პარტიები, რომლებიც არ შედიან პარლამენტში, თავისთავად ამბობენ უარს იმ ფინანსებზე, რომლებიც პარლამენტიდან უნდა მიიღონ. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება, რომ საერთოდ შეუწყდეს ამ პარტიებს ფინანსური დახმარება, ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული სადამსჯელო ღონისძიება ხორციელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ცუდი შეფასებები იქნება არამხოლოდ ქართული პოლიტიკური სპექტრისგან, არამედ საერთაშორისო დონეზეც”, — განაცხადა გიგი წერეთელმა.