გაკვირვებულები ვართ, რატომ აშორებენ საქართველოს მისი ლიდერები დასავლეთს – კორტნი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი ეხმიანება ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნება” ვერ ითანამშრომლებს იმ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც “კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ”.

“საქართველოს დასავლელი მეგობრები გაკვირვებულები არიან, რატომ აშორებენ ქვეყანას მისი ლიდერები დასავლეთს. მოელიან თუ არა ეს ლიდერები სხვაგან ერთგულ მეგობრების პოვნას?​”,– წერს კორტნი ტვიტერზე.