გამოაგზავნეთ ბიოგრაფიები, ერთად ამოვათრიოთ ქვეყანა ჭაობიდან – სააკაშვილი ემიგრანტებს

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “მსოფლიოში გაბნეულ ქართველებს” მიმართავს და “თადარიგის წინასწარ დაჭერის მიზნით” მოუწოდებს, თავიანთი “ბიოგრაფიები” გაუგზავნონ, რათა მან აღმოაჩინოს წარმატებული ადამიანები და ისევე ჩართოს ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში, როგორც ერთ დროს კახა ბენდუქიძე და ვერა ქობალია.

“წინასწარ მინდა დავიჭირო თადარიგი და მივმართო მსოფლიოში გაბნეულ წარმატებულ ქართველებს. თავის დროზე, 2003 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, მე დაუყოვნებლივ დავიწყე შეგროვება უცხოეთში მყოფი წარმატებული ქართველების, ბევრი მათგანი ჩამოვიყვანე და პარლამენტში მოხვდა და, რაც მთავარია, მათი დიდი ნაწილი მოხვდა საქართველოს მთავრობაში. დაწყებული კახა ბენდუქიძიდან, დამთავრებული ვერა ქობალიათი, ლადო გურგენიძით, ისინი გახდნენ საქართველოს წარმატებული მინისტრები.

მინდა მოგიწოდოთ, ახლავე გამოაგზავნოთ თქვენი ბიოგრაფიები. ბევრს ვიცნობ, მაგრამ ბევრად უფრო მეტს არ ვიცნობ, ჩვენ ვიქნებით გახსნილი ყველასთვის, ახლი ენერგიისთვის, ახალი იდეებისთვის, ახალი ძალისთვის. მინდა, რომ ჩვენ ყველამ ერთად ამოვათრიოთ ქვეყანა ჭაობიდან და ძალიან სწრაფად წავიყვანოთ წინ”, — თქვა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ახლა დაახლოებით იმავე კრიზისში, როგორც 2003 წელს.