“დღევანდელი დღე გათენდა და ვითომ არაფერი, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას, მე მგონია, რომ გუშინ რაც მოხდა, არ არის პატარა ამბავი, რომელზეც შეიძლება თვალები დახუჭო. გუშინ რაც მოხდა, ეს იყო კატასტროფა ამ ქვეყნისთვის, კატასტროფა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ამ ქვეყანაში მართლა უნდა ცხოვრება. ეს იყო კარგად ორგანიზებული სპეცოპერაცია, რომელიც ჩაატარეს ხელისუფლებამ და საპატრიარქომ. ეს არის სიბნელე, რომელიც აფერხებს ამ ქვეყნის წინსვლას, სიბნელე, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით კლავს ჩვენი შვილების მომავალს.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტია მოგწონთ, ჯაფარა მოგწონთ, ყველაფერი არის ბოდვა. ტყუილია, რომ ისინი ლგბტ ხალხის წინააღმდეგ იყვნენ გამოსული. ეს ხალხი არიან ბნელები, ზომბების მასა, რომელიც გამოზარდეს იმისთვის, რომ ასეთ მომენტებში გამოიყენონ. ესენი არჩევნების მერეც ამათ გამოიყენებენ და ისევ თავში ჩაგარტყამენ, თუ ხმას არ ამოიღებ. უფლებები არსებობს მარტო ადამიანების საზოგადოებაში და არა ცხოველების საზოგადოებაში.

თუ არ ხარ მზად, რომ ეს უფლებები დაიცვა, ჩვეულებრივი მონა ხარ. ეს არის რასაც ახლა ცდილობენ, რომ შეგაშინონ, დაგაჩმორონ და გაგრძნობინონ თავი მონად, რომ არ გაბედო იმათ წინააღმდეგ წასვლა. ოცნება და საპატრიარქო თვლის, რომ შენ ხარ ჩვეულებრივი *ლე, ჩმორი, რომელსაც ტრაკი არ აქვს, რომ ხმა ამოიღოს! რომელსაც ნებისმიერ დროს თავში წამოგარტყამენ და ისევ დადუმდები, როგორც დღეს. თუ მართლა გიყვართ საკუთარი შვილები, ხმა ამოიღეთ! აჩვენეთ ამ მართლა *ეებს, ვინ არის *ლე! დღეს, 8 საათზე, საღამოს, გამოდით და დადექით! დაანახეთ ამ დედამ*****ლებს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ცივილიზებული, ნორმალური ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ ნორმალური ქვეყანა ააშენონ!

 

აცხადებს “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ვიდეომიმართვაში. დღეს, პარლამენტის წინ, 20:00 საათზე აქცია გაიმართება. გუშინ თბილისი პრაიდის ღირსების მარში პუტინისტური ჯგუფების ძალადობის გამო ვერ შედგა. მოძალადეებმა 53 ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. პოლიციამ მხოლოდ 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით.