გამოდიხართ, მუშტებს აბრახუნებთ და მთავარ გამოწვევად ოპოზიციის განადგურება რომ მიგაჩნიათ ხომ არ ცდებით?! – ელისაშვილი ღარიბაშვილს

”გამდოიხართ და მუშტებს აბრახუნებთ და მთავარ გამოწვევად ოპოზიციის განადგურება რომ მიგაჩნიათ ხომ არ ცდებით?!” – ასე მიმართა პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს.

“ბოლოს როდის ელაპარაკეთ ჩვეულებრივ ადამიანებს? იცით თუ არა რომ პენსიონერებს მთელი თანხა მედიკამენტებში ეხარჯებათ? რატომ ხდება რომ თქვენმა მთავრობამ ვერაფერი ამ საკითხს ვერ მოუხერხა? იცით თუ არა რომ 22 ლარი აქვთ ვეტერანებს თვიდან თვემდე სამყოფი? 22 ლარი შეიძლება სამშობლოსთვის თავგანწირვა ღირდეს? ბავშვებს საჭმელი რომ ენატრებათ იზრდებიან ისე რომ ხორცი არ აქვთ გასინჯული და ამ დროს თქვენ გამოდიხართ და მუშტებს აბრახუნებთ და მთავარ გამოწვევად ოპოზიციის განადგურება რომ მიგაჩნიათ ხომ არ ცდებით?!”- განაცხადა ელისაშვილმა.