„მთელი საქართველო აქცენტირებული ვართ, რამენაირად 12- პუნქტიანი გეგმა შედგეს, შევასრულოთ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, სადაც პირველი პუნქტი იყო დეპოლარიზაცია. ამისკენ მოგვიწოდებენ და დღეს გამოვიდა ჯიგარი, რამდენი ხანია არ ჩანს და რა თქვა? – ვადამდელი არჩევნებისთვის მზადება. მეორე რომ ჰყავთ კიდევ, გიჟი ჯაფარა, ზომავს, საიდან შემოვარდეს პარლამენტში, ალყა როგორ შემოარტყას, მორიგი ახალგაზრდები როგორ ჩართონ იმ ტრაგედიაში, რაც ვიხილეთ, ტრაგედია იყო გომურის თემა, დაზარალებული ახალგაზრდები, მათ შორის ძალოვნები. მერე როგორც ხდება, ეს არშემდგარი რადიკალები რომ გავიდნენ, ბუჩქებში დაიმალონ და ახალგაზრდები დატოვონ პირისპირ. “ნაცმოძრაობის” ლიდერი რომ იყო ბატონი სააკაშვილი და იქიდან მოძღვრავდა, მაშინ ვერ ააგორეს რევოლუცია და ახლა როცა გაემიჯნა, საერთოდ არ ვინტერესდები საქართველოთიო, ხაბეიშვილს და მელიას 17 კაცი გაჰყვება. ნიკა მელიას მოვუწოდებ, აზრი დაატანოს და სახე შეინარჩუნოს. რა ვადამდელი არჩევნები?! საფუძველი არ აქვს და თავს იგდებს სასაცილო მდგომარეობაში. თან წარმოდგენილი ჰყავთ წარმომადგენლები პარლამენტსა და თვითმმართველობებში და უნდათ ვადამდელი, თავს იგდებენ სასაცილო მდგომარეობაში”

ამის შესახებ, “ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.