გამოვლინდა კორონავირუსის 1108 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 7 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 714 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 გარდაიცვალა.

9 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 374 836
  • გამოჯანმრთელებულია – 357 804
  • გარდაცვლილია –  5 421
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 23 895, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 758,  PCR ტესტით – 10 137
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,64%, ბოლო 14 დღის – 3,47%, ბოლო 7 დღის –  3,89%
  • კარანტინის რეჟიმში – 78
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 285
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 936