გამოვლინდა შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები, ადამიანური შეცდომები – შრომის ინსპექცია შახტის აფეთქებაზე

“გამოვლინდა შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები, ადამიანური შეცდომები” – შრომის ინსპექცია შპს “საქნახშირის” ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში სამუშაო პროცესი აღდგება. საქნახშირის ობიექტზე მომხდარი აფეთქების მოკლევის ფარგლებში ადამიანური შეცდომები, კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები და საწარმოო პროცესის სხვადასხვა საფეხურზე კონტროლის ნაკლებობა გამოავლინეს.

“შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მუშაობას და კომპანიაში არსებული უშუალო და სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებას. მოკვლევის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახურმა შეაჩერა სამუშაო პროცესი. პარალელურად, განხორციელდა კომპანიის სრული ინსპექტირება.

შრომის ინსპექციის სამსახურის, ძირითად მიზანს დასაქმებულთა უფლებებისა და შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების პრაქტიკაში რეალიზება წარმოადგენს. აქტიური ინსპექტირების შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში სამთომოპოვებით სექტორში მნიშვნელოვნადაა შემცირებული დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი. აღნიშნულის მიუხედავად, მთელს მსოფლიოში სამთომოპოვებითი მრეწველობა მიეკუთნება განსაკუთრებულად მაღალი რისკის შემცველ საქმიანობას.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია “საქნახშირმა” ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უსაფრთხოების სტანდარტების დახვეწასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციამ დასაქმებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპანიას დამატებით, პრევენციული ზომების მიღება დაავალა. შრომის ინსპექციის მოთხოვნით, შახტში უკვე დამონტაჟებულია ელექტრონული აპარატი, რომელიც სამთომოპოვებით პროცესში მეთანის კონცენტრაციის მომატების შემთვევაში, უზრუნველყოფს მოწყობილობების ავტომატურ გათიშვას, რაც აფეთქების საპრევენციო დამატებით საშუალებას წარმოადგენს. აღნიშული სისტემა კომპანიაში უკვე ფუნქციონირებს.

უსაფრთხოების დამატებითი ზომების უზრუნველყოფის გამო, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება შახტში სამუშაო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.