გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ 2020 წლის არჩევნები სამართლიანად ჩატარდება – NDI

NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 56% ეთანხმება მოსაზრებას, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. აღნიშნულს არ ეთანხმება გამოკითხულთა 28 % , ხოლო 16%-მა არ იცის.

კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა, 56 პროცენტი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. რაც შეეხება საარჩევნო დაბრკოლებებს, ამომრჩეველთა მოსყიდვას მოსდევს დარღვევები ხმის მიცემის პროცედურებში (15 პროცენტი) და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება (13 პროცენტი).

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით)ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა.გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საველე სამუშაოების პერიოდია: 6-11 აგვისტო, 2020 წელი. ჯამში ჩატარებულია 2 045 დასრულებული ინტერვიუ. (29%გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით) რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით სატელეფონო ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ს ინფორმაციით, ინტერვიუები ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ჩატარდა. კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. კვლების მიხედვით, არ არსებობს სხვა ფაქტორები, რომლმაც შესაძლოა კვლევის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%-ია.