გამოუცხადებს თუ არა რუსეთი უკრაინას ომს 9 მაისს – პესკოვის განმარტება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი ამბობს, რომ 9 მაისს უკრაინისთვის ომის გამოცხადება არ იგეგმება. მან CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “სისულელე უწოდა”.

“ეს სიმართლეს არ შეესაბამება, სისულელეა”,– თქვა პესკოვმა რუსული მედიის ცნობით.

CNN აშშ-სა და დასავლელი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პუტინმა, შესაძლოა, “გამარჯვების დღეს” ოფიციალურად გამოუცხადოს ომი უკრაინას.

მედია იუწყება, რომ ეს პუტინს საშუალებას მისცემს, რუსეთის სარეზერვო ძალების სრული მობილიზაციაა მოახდინოს, რადგან ის ცდილობს, დაიპყროს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინა.