გამოჩნდება ბატონი გახარია როგორ ოპოზიციონერობას გადაწყვეტს – იოსელიანი

” გამოჩნდება ბატონი გახარია როგორ ოპოზიციონერობას გადაწყვეტს”- პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა მისასალმებელია.

„ერთი რამე შემიძლია ვთქვა ნამდვილად, ძალიან საინტერესო იქნება გახარია თუ მისი პოლიტიკური პარტია, როგორ იქნება ოპოზიციაში. ჩვენი მოქალაქეები ნამდვილად ანსხვავებენ ერთმანეთისგან ვითომ ოპოზიციას, ხელოვნურად შექმნილ ოპოზიციას და იმას, თუ ვინ არის რეალურად ოპოზიციაში.მგონი, ის დრო წავიდა, რომ ვიღაცას ის ფუფუნება ჰქონდეს, შეფარული ან სატელიტური ოპოზიცია იყოს. გამოჩნდება ბატონი გახარია როგორ ოპოზიციონერობას გადაწყვეტს. ცალსახად მივესალმები იმ ფაქტს, თუ ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნება. ამით პოლიტიკური ლანდშაფტი გახდება უფრო საინტერესო”,- აღნიშნა იოსელიანმა.