გამოცდების პერიოდში კონდიციონერები არ იმუშავებს, ფანჯრები იქნება ღია – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ეროვნული, სამაგისტრო და საგრანტო გამოცდებზე, გამოცდის პერიოდში კონდიცირება ჩართული არ იქნება, ოთახებში ფანჯრები იქნება ღია.

“კონდიციონერები იმუშავებენ შენობებში გამოცდებიის დაწყებამდე და გამოცდებს შორის პერიოდში, მაგრამ თვითონ გამოცდის პერიოდში ფანჯრები იქნება ღია, ანუ იქნება იქნება უზრუნველყოფილი განიავება, მაგრამ, სამწუხაროდ კონდიციონერები ვერ იმუშავებენ”,- განაცხადა პაატა იმანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ გამოცდების დაწყებამდე ახალი სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი რეკომენდაციები დაიდება, ეს გადაწყვეტილება გადაიხედება.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭომ ეროვნული, საგრანტო და სამაგისტრო გამოცდების ჩატარების თარიღები დაასახელა.

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება;
  • საგრანტო კონკურსის გამოცდები 25 ივლისს გაიმართება;
  • სამაგისტრო გამოცდები პირველ აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, რეკომენდაციის დაცვის მიზნით, საგამოცდო სივრცეებში წელს 10-ზე მეტი გამოსაცდელი არ დაიშვება. სამუშაო მაგიდები აღიჭურვება დამცავი ბარიერით, მაგიდებს შორის დაშორება სიგანეში 2 მეტრი იქნება, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის კი 1 მეტრი.

გარდა ამისა, სავალდებულო იქნება პირბადე. მისი მოხსნის შემთხვევაში გამოსაცდელი პირველად შენიშვნას მიიღებს, განმეორებით შემთხვევაში კი გამოცდას დატოვებს.