ბუჩაში ჩადენილ ომის დანაშაულში, პირველი ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია – უკრაინა

უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა სოციალურ ქსელში წერს, რომ გამოძიებამ ბუჩაში ომის დანაშაულებში პირველი ეჭვმიტანილი დაადგინა. ვენედიქტოვა აცხდებს, რომ  ეჭვმიტანილი რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფის მეთაური, სერგეი კოლოცეია.

“გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ კოლოცეი 29 მარტს აწამებდა და აიძულებდა კიდევ ერთ მშვიდობიან მოქალაქეს, რომ რუსული ჯარის წინააღმდეგ ბრძოლა ეღიარებინა. მან ჩაიყვანა პროუკრაინულად განწყობილი მოქალაქე სარდაფში, სადაც სცემდა ხელებით და ავტომატით. შემდეგ ის გაჰყავდათ თითქოს მოსაკლავად და ყურთან ისროდნენ იარაღს, რათა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ემოქმედათ”, – თქვა ვენედიკტოვამ.

ვენედიკტოვამ  ასევე აღნიშნა, რომ  ოკუპანტები იყენებდნენ წამების კიდევ ერთ მეთოდს, აიძულებდნენ მათ, რომ ცხედრისთვის ესუნა. შეგროვილ მტკიცებულებებსა და დაზარალებულის ჩვენებებზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ დამნაშავე სწორად კოლოცეია.

ბუჩაში პროკურორებმა და პოლიციამ დაადგინეს, რომ სწორედ ამ ჯარისკაცმა მოკლა ოთხი უიარაღო მამაკაცი ბუჩში 18 მარტს.

”ფოტოზე სამი მსხვერპლია, მეოთხე მოკლული ჩარჩოში არ მოხვდა. სამი ცეცხლსასროლი ჭრილობა თავის არეში, მეოთხე მამაკაცს შინაგანი ორგანოები და ჩონჩხის გასროლა აქვს მიყენებული.  ყველა ოკუპანტი რუსეთის მსხვერპლია”. – აცხადებს პროკურორი.