გამყრელიძე: ძალიან გვინდა, აღდგომას არ დაგვჭირდეს დამატებითი შეზღუდვები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ძალიან უნდა, სააღდგომოდ დამატებითი შეზღუდვების დაწესება საჭირო არ გახდეს.

„საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ მდგომარეობა სერიოზულია და ყოველდღიურად 8-10 გარდაცვალებაა კოვიდით გამოწვეული, ინფიცირებულთა მაჩვენებელი კი იზრდება. ძალიან გვინდა, რომ ყველაზე დიდი დღესასწაული, აღდგომის დღესასწაული ჩატარდეს მშვიდად და არ დაგვჭირდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება ქვეყანაში და ეს შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სიტუაცია გაუარესებულია, ის სრულად მართვადია და შესაძლებელია, თავი ავარიდოთ ახალ შეზღუდვებს.

დისტანციის დაცვა, პირბადის გამოყენება, სანიტარული პირობების დაცვა და თავშეყრებისგან თავის არიდება – ეს რჩება მთავარ რეკომენდაციებად“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ პირველ არხთან საუბრისას.