დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ “სინოფარმით“ ვაქცინირებული მოქალაქეები მოგზაურობას უპრობლემოდ შეძლებენ, მიუხედავად იმისა, მისცემს მას ავტორიზაციას WHO თუ არა.
„დარწმუნებული ვარ, [მოგზაურობას] შეძლებენ თავისუფლად“, -თქვა გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, კოვიდპასპორტებზე წინასწარი სამუშაოები დასრულებულია.
“ამ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრო საბჭოს კოვიდ პასპორტთან დაკავშირებულ კონცეფციას წარუდგენს, როგორ მუშაობს ეს კოვიდ პასპორტი. შემდეგ წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს და მიიღებს მთავრობა გადაწყვეტილებას”, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში სინოფარმით ვაქცინაცია დღეს დაიწყო. მას ჯერჯერობით არ მიუღია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია.
შეგახსენებთ, საქართველოში ჩინური „სინოფრამით“ ვაქცინაცია დღეს დაიწყო. არაერთი ქვეყანა თავის მოქალაქეებს აღნიშნული ვაქცინით ცრის, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯანმოს ავტორიზაცია არ აქვს.