განმეორებითი შეტევის შემთხვევაში, რუსული ჯარები კიევის აღებას ვერ შეძლებენ – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) აცხადებს, რომ განმეორებითი შეტევის შემთხვევაში, რუსული ჯარები კიევის აღებას ვერ შეძლებენ.

“ჩრდილოეთ უკრაინაში, განმეორებითი შეტევის შემთხვევაში, რუსული ჯარები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2023 წლის ზამთარში იყვნენ უფრო წარმატებული, ვიდრე 2022 წლის თებერვალში. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნიათ ის საბრძოლო ძალა, რაც ჰქონდათ, როდესაც რუსეთის ფედერაციას 2022 წლის თებერვალში კიევის აღების სრულმასშტაბიანი მცდელობა ჰქონდა და ჩავარდა”, – ნათქვამია განცხადებაში.