განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ივანიშვილთან დაკავშირებულ საკითხებს – თალაკვაძე

ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება “განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკითხებს”.

მისი განმარტებით, ამის მიზეზია ის, რომ ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა და აქვს “ბევრი და მნიშვნელოვანი დამსახურება ქვეყნის წინაშე”.

“რაც შეეხება ოპოზიციის მცდელობას, ეს საკითხი რაღაცნაირად მიაბან სანქციების საკითხს და დაუკავშირონ აშშ-ს, პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის ეს მიუღებელი და დაუჯერებელია”,– თქვა თალაკვაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ “ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, ფილანთროპი და თავისუფალი ადამიანია”.

ცნობისთვის, ივანიშვილის ადვოკატის განმარტებით, კრედიტ სუისმა ოლიგარქს უარი უთხრა “საბანკო ტრასტზე გადარიცხვებზე გაცემული დავალებების დროულად და ჯეროვნად შესრულებაზე”. გარდა ამისა, ივანიშვილს შეფერხებები შეექმნა ხელოვნების ნიმუშების და ვერტმფრენის გადაადგილებაშიც.