გარდაბანის მუნიციპალიტეტში, მტკვარში 17 წლის ბიჭს ეძებენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში 17 წლის მოზარდს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბიჭი სათევზაოდ იმყოფებოდა, მდინარეში შევიდა და სავარაუდოდ დინებამ წაიღო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ადგილზე 30-მდე მაშველი და 3 მყვინთავია მობილიზებული. სამძებრო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს.