გარდაბანში ახალგაზრდა კაცი მანქანაში ჩაცხრილეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს.

დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ექიმის თქმით, კაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.