გარდაიცვალა ეკოლოგი, პოეტი და პუბლიცისტი ნუგზარ ზაზანაშვილი

64 წლის ასაკში გარდაიცვალა ეკოლოგი, პუბლიცისტი და პოეტი ნუგზარ ზაზანაშვილი.ის არის ბუნების დაცვისადმი მიძღვნილი არაერთი პუბლიცისტური და პოპულარული პუბლიკაციის ავტორიც. გამოქვეყნებული აქვს სამოცზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია.

ნუგზარ ზაზანაშვილმა 1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფის სპეციალობით. 1979 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში, სადაც 1986 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ცენტრალური კავკასიონის მაღალმთის ეკოლოგიურ-გეობოტანიკური კარტოგრაფირება“. 1993 წლიდან მუშაობს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისში: ამჟამად კონსერვაციის პროგრამის დირექტორია. არის არაერთი პროექტის კოორდინატორი და უშუალო შემსრულებელი, რომლებიც ეხება დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებას, სახეობათა კონსერვაციას და ბიოლოგიური რესურსების მდგრად გამოყენებას კავკასიის ქვეყნებში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია 2008 წლიდან.

სამეცნიერო ინტერესების სფეროები: კავკასიის ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება, დაცული ტერიტორიები, ლანდშაფტმცოდნეობა / ლანდშაფტის ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია, მცენარეულობის ეკოლოგია და კარტოგრაფირება. ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გარემოს დამცველი. ზაზანაშვილის სამეცნიერო ინტერესი იყო კავკასიის ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება, დაცული ტერიტორიები, ლანდშაფტმცოდნეობა, ლანდშაფტის ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია, მცენარეულობის ეკოლოგია და კარტოგრაფირება.

ნუგზარ ზაზანაშვილი 5 კრებულის ავტორია. მისი ლექსები პირველად 1981 წელს გამოქვეყნდა. 1992 წელს კვლავ გამოჩნდა ლიტერატურულ სივრცეში. ლექსების პირველი წიგნი „ასეთი დროა“ გამოიცა 1998 წელს.